გიგლა აგულაშვილი: ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ, სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უვიზოდ მიმოსვლის შესახებ ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო ბრუნდება თავის ისტორიულ გარემოში, იქ სადაც მისი ადგილი იყო ყოველთვის.
როგორც აგულაშვილმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის.
“ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის. ვფიქრობ, რომ ეს დაბრუნება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ჩვენ უფრო და უფრო მეტად, ყოველწლიურად ვხდებით უფრო მეტად დემოკრატიული სახელმწიფო”, -განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
როგორც ცნობილია, გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.