რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქალი გარდაიცვალა

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 33 წლის ქალი გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილები – 8 და 9 წლის შვილები რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აბაზანაში შხაპის მიღების დროს შეუძლოდ გახდა და დასახმარებლად ბავშვებს უხმო, რომლებმაც აბაზანაში შესვლისთანავე გონება დაკარგეს. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები