გიორგი კვირიკაშვილი ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველო-ყატარის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და გამოითქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით ყატარული კომპანიების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები