ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

დასავლეთის პროტესტის მიუხედავად, ირანმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მათი ცნობით, რაკეტების გაშვება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მდებარე მიწისქვეშა შახტებიდან მოხდა.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცდების მიზანია „ნებისმიერი საფრთხის მოგერიება“. მიმდინარე წლის იანვარში აშშ-მ ირანის კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ბალისტიკური რაკეტების გაშვების საპასუხოდ სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები