რონალდუს ფანმა მესის ფანი მოკლა

ნიგერიის მოქალაქემ ინდოეთში მეგობარი იმის გამო მოკლა, რომ მათ იკამათეს, ფეხბურთის რომელი ვარსკვლავია უფრო ძლიერი – არგენტინელი ლიონელ მესი თუ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.
კამათი ქალაქ მუმბაიში მოხდა, სადაც 35 წლის ობინა მაიკლ დურუმჩუკვას დაბადების დღე აღინიშნებოდა. 21 წლის ნვაბუ ჩუკვუმა მესის ფანია, დურუმჩუკვა კი – რონალდუსი.
კამათის დროს იუბილარმა ჭიქა აიღო და თავის სტუმარს ესროლა. ჩუკვუმამ ჭიქა აიცილი, შემდეგ მინის ნამსხვრევი აიღო და დურუმჩუკვას კისერში შეარჭო. ჭრილობის შედეგად ის ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. ჩუკვუმა მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები