მოსკოვში პოლიციამ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავა

მოსკოვის პოლიციამ უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. აქციის ჩატარება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან იგეგმებოდა, მაგრამ სამართალდამცველებმა აქტივისტებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის ტელეკომპანია СТБ-ს გადამღები ჯგუფიც იყო.
სავჩენკოს გათვისუფლების მოთხოვნით აქციები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის ბორისპოლსა და ჟიტომირში. აქცია მინსკში, ბელორუსიაში რუსეთის საელჩოს შენობასთანაც ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები