სოფელ ციცხვართან დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოიშალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები