სომხეთი და ევროკავშირი კონიაკის თაობაზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირი სომხეთისგან სახელწოდება „კონიაკის“ გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სომხური კონიაკის კომპანიებისთვის მილიონიან ზარალზე საუბრობენ. „კონიაკის პრობლემა ერთ-ერთი მტკივნეული თემაა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში. ევროკავშირი ამ მხრივ ძალზე ხისტ პოზიციაზეა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სომხეთში პეტრე სვიტალსკიმ.
ცნობისთვის, ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, რომელიც სახელწოდებების და მათი წარმოშობის ადგილს ეხება, „კონაიკი“ და „შამპანიური“ არა მარტო ცნობილი ბრენდებია, არამედ საფრანგეთის გეოგრაფიული სახელწოდებებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები