ანგელა მერკელი დამნაშავე მიგრანტების სასწრაფოდ დასჯას მოითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, იმ მიგრანტების სისხლის სამართლის დევნა დააჩქარონ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. „იქ სადაც ჩადენილია დანაშაული, მაშინვე უნდა იყოს სასჯელი“ – განაცხადა მერკელმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.
მერკელის თქმით, ლტოლვილების მიერ დანაშაულის ჩადენის ალბათობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს. ამასთანავე, „ყველა თანაბრად არ უნდა დაისაჯოს“. გერმანიაში ლტოლვილების დანაშაულის პრობლემა აქტუალური გახდა ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები