ტუნისი – ლიბიის საზღვარზე 21 ტერორისტი მოკლეს

ტუნისის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტუნისი-ლიბიის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ასევე ცნობილია ოთხი მშვიდობიანი პირის დაღუპვის შესახებ. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულია ასევე ორი სამხედრო მოსამსახურე. რამდენიმე დღის წინ ტუნისის უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ხუთი „ბოევიკი“- ისლამისტი მოკლეს, რომლებიც ქვეყანაში ლიბიიდან მოხვდნენ. ცნობისთვის, ტუნისში 2015 წელს რამდენიმე სერიოზული ტერორისტული აქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები