მამაკაცმა, რომელმაც სიდნეიში სროლა ატეხა, თავი მოიკლა
შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ ქარხანაში სროლა ატეხა, თავი მოიკლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სამმა პირმა დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები მძევლები. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ავტომატით იყო შეიარაღებული.
შეგახსენებთ, რომ სროლა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დღეს მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.