აშშ-მ და თურქეთმა სირიის საზღვართან საკოორდინაციო ცენტრი შექმნეს

აშშ-მ და თურქეთმა სირიის საზღვართან შეერთებული შტატების სადაზვერვო სამმართველოს და თურქეთის ნაციონალური სადაზვერვო ორგანიზაციის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შექმნეს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.
„ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და ნაციონალურმა სადაზვერვო ორგანიზაციამ სირიის საზღვართან საიდუმლო საკოორდინაციო ცენტრი შექმნეს“, – წერს გაზეთი.
გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ აშშ-ის საგამოძიებო სამსახურის და თურქეთის ნაციონალური საგამოძიებო ორგანიზაციის თანამშრომლობა უცხოეთის „ბოევიკების“ თაობაზე თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ცდება. გაზეთის რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ სადაზვერვო სამმართველო „იჯირლიყის“ ავიაბაზიდან უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს, რომლებიც სირიაში სადაზვერვო ფრენებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები