აფეთქება ქუთაისში – დაშავებულია ხუთი ადამიანი

ქუთაისში საბანკეტო დარბაზში სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კედლის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილას კი ადგილობრივი ჯგუფები მუშაობდნენ. შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში მოხდა.
სავარაუდოდ, კედლის ჩამონგრევის მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები