ბანკ „რესპუბლიკაში“ გუშინ ცრუ განგაში იყო
ვაზისუბანში, ბანკ „რესპუბლიკაში“ გუშინ ცრუ განგაში იყო. 112-ში გვიან ღამით შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც, ბანკში გაურკვეველი წარმომავლობის ჩანთა იდო.
სამართლადამცავები და გამნაღმველები ტერიტორიაზე 1 საათის განმავლობაში მუშობდნენ. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩანთაში არა ასაფეთქებელი მოწყობილობა, არამედ ტანსაცმელი იდო, რომელიც ერთ-ერთ მომხმარებელს დარჩა. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია.