ქართველმა ჯარისკაცებმა თბილისელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისელ და სრულიად საქართველოში მცხოვრებ დედებს დედის დღე მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა თბილისელ დედებს საჩუქარი გაუკეთა. სამხედრო ორკესტრის ბენდმა ევროპის მოედანზე ქალბატონებისთვის კონცერტი გამართა და სხვადასხვა ცნობილი კომპოზიცია შეასრულა. მუსიკის ფონზე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა კონცერტის მსმენელ და მოსეირნე ქალბატონებს ყვავილების თაიგულები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები