კადეტებმა ქუთაისელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა ქუთაისელ ქალბატონებს დედის დღეს მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ სამ მარტთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრში კადეტებმა ქალბატონებს ყვავილები მიართვეს.
,,ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო კადეტებისაგან, შევამჩნიე, ვიდრე მე გადმომცემდნენ საჩუქარს, არაერთი ქალბატონი გაახარეს და დიდი მადლობა ამისათვის. ვუსურვებ ყველა ქალს, განსაკუთრებით კი დედებს, რომ კადეტების მსგავსი ვაჟკაცები გაეზარდოთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები