ამერიკაში საქართველოს მოქალაქე, საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ტრაგიკულად დაიღუპა

ნიუ – იორკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბესიკ შენგელია დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-ორკში დიანა ჟღენტი ადასტურებს.
დიანა ჟღენტის ინფორმაციით, ყოფილ სარდალს სამშობლოში პროცედურების დასრულებისთანავე ჩამოასვენებენ. მისი თქმით, გადმოსვენების პროცედურების მოგვარებაში გარდაცვლილის ოჯახის წევრს საქართველოს საკონსულო ეხმარება.
სამართალდამცველების განცხადებით, პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, პირველი რანგის კაპიტანს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარი ავტომანქანის უკანა სალონიდან ნივთის აღებას ცდილობდა. ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილი მძღოლი ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივი სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ შენგელია ბრუკლინში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები