„ფენიქსი“ -კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება გაიმართება

4 მარტს, 20:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში“ კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ყოველწლიურად „ფენიქსი“ საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს 6 ნომინაციაში ავლენს – საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, „ფენიქსის“ გმირი.
კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ უკევ მე-5 წელია ტარდება. ინტერნეტპროექტის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტრესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები გაერთიანდებიან. „ფენიქსი“ 1995 წლის კავკასიის როკფესტივალებიდან იღებს სათავეს. ფესტივალის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა – phoenix.org.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები