პარლამენტმა გოგი თოფაძის კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს მთელი ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებასა და ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი “მრეწველების“ ლიდერს გოგი თოფაძეს ეკუთვნის. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ აქვს დეპუტატს პარლამენტის დატოვება დაანონსებული. პროექტი, სავარაუდოდ, დღესვე დადგება ბოლო კენჭისყრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები