ლევან ბერძენიშვილი: სერიოზული ნაბიჯია ევროპისკენ, როდესაც ევროპის სახლი ჩვენთვის იხსნება

საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნების საკითხს უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება. როგორც მან განმარტა, ევროპისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯია, როდესაც ევროპის სახლი იხსნება.
“ძალიან სერიოზული ნაბიჯი არის ევროპისკენ, როდესაც ევროპის სახლი ჩვენთვის იხსნება. როგორც მეზობლები გასაღებს რომ გაძლევენ და არ გიშლიან შემოსვლას. ეს არის ნდობა ქვეყნის მიმართ, ეს არის უზარმაზარი მიღწევა ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, არასამთავრობო სექტორის, ყველამ გააკეთა რაღაცა ამ მიმართულებით. მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული პასუხი იმაზე, თუ რისი გაკეთება მოუხერხდა კონკრეტულ ხელისუფლებას”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები