ხოსე მანუელ გარსია: საქართველო ყველაზე წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ გარსია საქართველოში ვიზიტით კმაყოფილია – ამის შესახებ euronews.ge ესპანურ სააგენტო EFE-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ხოსე მანუელ გარსია აცხადებს, რომ საქართველო ყველაზე წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მისივე განმარტებით, საქართველო გადის ღრმა რეფორმების კურსს, რის ფარგლებშიც 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. “ქვეყნისათვის 2 მთავარი პრიორიტეტული საკითხი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის მიღწევა და ნატოში ინტეგრაციაა… მინისტრმა გარსიამ დაადასტურა, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ამ გამოწვევებში”, – წერს სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები