ეკონომიკის სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსდება

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე გაიყიდა და ეკონომიკის სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
“ჩვენი შენობა 6 მილიონ დოლარად აუქციონზე გავიტანეთ და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გავყიდეთ. მინდა ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რომელმაც იყიდა ჩვენი შენობა იმიტომ, რომ 3 თვით მეტი გაგვაჩერა ამ შენობაში. 1-ელ იანვარს უნდა დაგვეცალა, ჩვენ ვთხოვეთ, რომ 3 თვით მეტხანს გავჩერებულიყავით და, შესაბამისად, ბელიაშვილის ქუჩაზე 1-ლი აპრილიდან გადავალთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, სამინისტროს ახალი შენობის ფართი 7500 კვ მეტრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები