ბოდბეში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ქოქიაშვილების ოჯახში გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების განმარტებით, ოჯახის დიასახლისს გაზქურაზე დადგმული წყალი დარჩა, რომელმაც ადუღების შედეგად გაზის ჩაქრობა და ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია. აფეთქება კი იმ დროს მოხდა, როდესაც ოთახში ქოქიაშვილების მცირეწლოვანი ბავშვი შევიდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები