ევროკომისია, უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
“ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომისიის მხრიდან ევროსაბჭოსთვის ოფიციალური წარდგინება რეგულაციის ცვლილების შესახებ, უახლოეს კვირებში მოხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ამას ველოდებით, რის შემდეგაც დაიწყება ცვლილების განხილვა. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებაც მალე უნდა განხორციელდეს, რათა საქართველომ მიიღოს ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს თავისი რეფორმებით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნებას დღეს ელოდება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები