თინა ხიდაშელი: ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა

თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, როცა მმართველი გუნდი დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა.
როგორც ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში აღნიშნა, მისი წინამორბედის პარტია ოპოზიციაში არ უნდა წასულიყო.
მინისტრს მიაჩნია, რომ “რესპუბლიკელების” წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო, მათი პარტია ოპოზიციაში წასულიყო.
“ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა – ვინ წავა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები