თინათინ ხიდაშელი: გოგი თოფაძეს არ აურჩევია “რესპუბლიკური პარტია” კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად

გოგი თოფაძეს არ აურჩევია „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად, –  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია “რუსთავი -2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისი და „რესპუბლიკური პარტიის“ მისამართით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება იმ კოალიციის საწინააღმდეგო ქმედებაა, რომლის წევრებიც თვითონ არიან.
„ეს კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?! გოგი თოფაძეს არ აურჩევია „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად და გოგი თოფაძე საერთოდ ჰორიზონტზეც არ არსებობდა, როდესაც „ქართული ოცნება“ იქმნებოდა“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები