ლინას ლინკევიჩუსი: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს

მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანამიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება ყოველთვის კარგი და სიმბოლურია. ღვინოს სჭირდება დრო იმისთვის, რომ მივიდეს დაღვინებამდე, ასევე სჭირდება სხვა პროცესებსაც. დრო არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მიზნებამდე, როცა რაღაცის მიღწევა გვინდა. მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანამიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო, რომელსაც ის ახორციელებს”,- განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები