ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქის – ლუიზა ელდაევას ცხედარი იპოვეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფელ ვანათში რუსეთის მოქალაქის, 45 წლის ქალის ცხედარი აღმოჩინეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მილიციის თანამშრომლებმა იპოვეს.
„სპუტნიკის“ ცნობით, დაღუპული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ურუს-მარტანის რაიონის მკვიდრი, ლუიზა ელდაევაა. მისი ძებნის თხოვნით ცხინვალის ე.წ. მილიციას ელდაევას მეუღლემ, ტაჯიკეთის მოქალაქემ მიმართა, რომლის ვინაობა არ სახელდება. ლუიზა ელდაევას გარდაცვალების მიზეზი ასევე არ სახელდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა აწარმოებს.