ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ნიკარაგუადან და ვენესუელიდან „ელჩი“ გამოიწვია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ელჩი ნიკარაგუასა და ვენესუელაში. ამ თანამდებობას დანიელ თიბილოვი იკავებდა. ინფორმაციას სააგენტო „რეგნუმი“ ავრცელებს. დანიელ თიბილოვი „ელჩად“ 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა. „ლეონიდ თიბილოვმა ბრძანებულებას 29 თებერვალს მოაწერა ხელი. დანიელ თიბილოვი ნიკარაგუასა და ვენესუელიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ბრძანებულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან“, – განაცხადეს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურში.
ნიგარაგუამ და ვენესუელამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები