თბილისის გენგეგმის პირველი ეტაპის დოკუმენტების ნაწილი ხვალ გასაჯაროვდება – მასალებს „სითი კვირა“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნებს

პორტალი „სითი კვირა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მასალების ნაწილს, რომელიც შეზღუდვებს ეხება, ხვალ ექსკლუზიურად გამოაქვეყნებს. ცვლილებების პროექტი, დედაქალაქის მერიისთვის „სითი ინსტიტუტი – საქართველომ“ პარტნიორებთან ერთად მოამზადა.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა და დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია პირველ ეტაპის გადაუდებელი ცვლილებები, რაც თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს შეეხება.
„ვიცით, რომ საზოგადოება გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. პროექტზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ვცდილობთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ხვალ იმ მასალების ნაწილს გამოვაქვეყნებთ, რომლებიც ჩვენ მიერ მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობის პირველივე ეტაპზე მოვამზადეთ და წარვუდგინეთ ქთბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ვთვლი, რომ ამ ცვლილებების მიღება თბილისის საკრებულოს მიერ, თბილისის ქალაქგეგმარებითი სტაბილიზაციის პირველი ეტაპი იქნება. დოკუმენტში საუბარია სარეკრეაციო ზონებში საცხოვრებელი ფუნქციით მშენებლობებზე ნებართვის გაცემის აკრძალვაზე, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მკაცრ შეზღუდვებზე განაშენიანების ინტენსივობის გაზრდასთან დაკავშირებით და სხვა.
დარწმუნებული ვარ, თბილისის განაშენიანების რეგულირების წესებში შესატანი გადაუდებელი ცვლილებების პროექტი, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, უპირველესად საზოგადოების მხრიდან იქნება მოწონებული“, – განუცხადა „სითი კვირას“ მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები