„თუ დასახელებული კანდიდატებიდან შეირჩა 3 მოსამართლე, პარლამენტმა მათ შესახებ კითხვები უნდა დასვას“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით ხუთი კანდიდატი: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე შეარჩია.
მოსამართლეთა შერჩევის პროცესს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა. მისი თქმით, საკმაოდ ეჭვქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები იყო და პარლამენტს ამ საკითხზე ბევრი კითხვა უნდა გააჩნდეს.
„საკმაოდ ეჭვქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები იყო, ქალბატონ ევა გოცირიძესთან და სხვა დანარჩენებთან დაკავშირებით. მათ დაგვანახვეს, რომ ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად – პირს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მურუსიძე და სხვა ადამიანები, რომელთა რეპუტაციაც შერყეული იყო, დაენიშნათ თანამდებობებზე, სანაცვლოდ კი, მათ სხვადასხვა ადგილი მიიღეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ ადამიანებიდან შეირჩა 3 კანდიდატი პარლამენტში წარსადგენად და პარლამენტმა ისე, რომ არ დასვა კითხვები, წარადგინა მათი კანდიდატურები, მაშინ ევროპულ სტრუქტურებში ამას ძალიან სკრუპულოზურად მიუდგებიან“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, დღეს სასამართლო არის ის ორგანო, სადაც გარიგებები „მოსულა“, სადაც ცდილობენ, რომ ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც მათ ზურგს გაუმაგრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები