დავით ნარმანია: მერიას მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საშუალება არ აქვს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიას მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საშუალება არ აქვს.
მისივე თქმით, მერიამ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოაცხადა.
„მერიას ხელფასის მომატების რესურსი არ აქვს, რადგან წელს, ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ყველა სამსახურს ეხება. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.
ცნობისთვის, მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების და ხელფასების გადახედვას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები