რიმა ბერაძემ კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად, კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ, საუბარი აღნიშნული ქუჩების კვეთაზე მოძრაობის წესების დარეგულირებას შეეხო.
დეპუტატებმა სპეციალისტებთან ერთად, კლდიაშვილის და დოლიძის მიმდებარე ქუჩების მდგომარეობა დეტალურად განიხილეს და პრობლემის მოსაგვარებლად გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, უახლოეს მომავალში შედგება სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ კვეთაზე ნაკადების ინტენსივობას, საცობების საშიშროებას, საგზაო შემთხვევათა ალბათობას შეამცირებს და ვითარებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები