საქართველოში მოლდავეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება

1 მარტს საქართველოში მოლდავეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მოლდავეთიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც მოლდავეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი უხელმძღვანელებს.
ანატოლ ვანგელი თბილისში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გახსნის ცერემონიას სხვა პირებთან ერთად დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვები. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გახსნის ცერემონია 1 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ცერემონიათა დიდ დარბაზში გაიმართება, რომელიც ორნაწილიანი იქნება. პირველ, ოფიციალურ ნაწილში მოლდავეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა მოლდოვური ღვინის დეგუსტაციას და ფურშეტს, რომელიც გაფორმებული იქნება მოლდოვური ცეკვების პოპურითა და ცოცხალი მუსიკით. დამსწრე საზოგადოება ასევე იხილავს საიმიჯო კლიპს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა. ცნობისთვის, საქართველოში მოლდავეთის საპატიო საკონსულო 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები