კახა კალაძე: საქართველოს არ სურს, ძვირი ირანული გაზის შესყიდვა

მაღალი ფასის გამო, საქართველო ირანული გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრა.
„ირანული გაზის ტრანსპორტირება საქართველოში ორი გზით არის შესაძლებელი – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, თუმცა ფასები არაკონკურენტუნარიანია და ამიტომ, ირანული გაზის შესყიდვაზე მხოლოდ მომავალში შეიძლება ვისაუბროთ“, – განაცხადა კალაძემ.
ირანული გაზის საექსპორტო კომპანია NIGEC-ის ხელმძღვანელ ალიზერა ქამალის განცხადებით, უახლოესი 7 თვის განმავლობაში, ირანი საქართველოში 200 მილიონი კუბამეტრი გაზის ექსპორტის საკითხს განიხილავს. გარდა ამისა, როგორც NIGEC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, თეირანი და თბილისი გაზის მიწოდების თაობაზე ხანგრძლივი კონტრაქტის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები