„ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია „ტვ პირველის“ გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებმა“ გაავრცელა.
ტელეკომპანიის ცნობით, ყოფილი პირველი ლედი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამასთან, “პირველის” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ათეულში იქნებიან: ოთო კახიძე, ზაზა ბიბილაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, სერგო რატიანი და, სავარაუდოდ, გიორგი ქადაგიძე, რომელიც ჯერჯერობით ყოყმანობს და მიხეილ სააკაშვილი მის დათანხმებას ცდილობს. გარდა ამისა, ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის შესაძლოა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა იბრძოლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები