ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას განცხადებაზე: ძალიან არასერიოზული და სამარცხვინოა

ძალიან არასერიოზული და სამარცხვინოა – ასე ეხმაურება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მისი მისამართით ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას. მისი თქმით, ეკა ბესელია ასეთი განცხადებებით მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალის იმიჯს აზიანებს.
“რა თქმა უნდა, ეს არის სრული ბოდვა. და ეს ქალი თუ აკვირდება თვითონ, “ქართულ ოცნებას” ეკა ბესელია როგორ გარდაქმნის ქართულ ჭაობად, ნელ – ნელა, კორუფციის ჭაობად. დაადუმონ ეს ქალბატონი, ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო, ვიღაცამ უთხრა, რომ მე სადღაც ვიღაცას 50 ათასი შევთავაზე, ძალიან არასერიოზული და სამარცხვინოა”,- განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები