გიორგი ებანოიძე: კანდიდატურების წარდგენა დღევანდელ სხდომაზე ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელობა ჩემთვის პრობლემა არ იქნება – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ებანოიძემ განაცხადა.
როგორც ებანოიძემ განაცხადა, კანდიდატურების წარდგენა დღევანდელ სხდომაზე მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
“ჩემთვის ცნობილი იყო, რომ უახლოეს პერიოდში უნდა მომხდარიყო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა. წინასწარ იყო კომუნიკაცია საბჭოს წევრების მხრიდან, მე გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ არ არის პრობლემა არცერთ კოლეგიაში მუშაობა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე წლების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლე ვიყავი, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელობა ჩემთვის პრობლემა არ იქნება”, – განაცხადა ებანოიძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები