ვახტანგ მჭედლიშვილი საქალაქო სასამართლოს და კოლეგიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხის გადადებას მოითხოვს

გადავდოთ საქალაქო სასამართლოს და კოლეგიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი ერთი კვირით, ვიდრე გავეცნობით კანდიდატების ბიოგრაფიებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა განაცხადა.
მჭედლიშვილმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ შედიოდა და ლევანის მხრიდან კანდიდატურების წარდგენა მოულოდნელი იყო.
“საკითხი არ შედიოდა დღის წესრიგში და ბატონი ლევანის მხრიდან კანდიდატურების წარდგენა მოულოდნელი იყო. მხოლოდ მისი მხრიდან არ უნდა იყოს კანდიდატურების წარდგენა და ვინაიდან ჩვენ ვართ კოლეგიური ორგანო, საჭიროა კონკურსის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადავდოთ ეს საკითხი ერთი კვირით, ვიდრე გავეცნობით კანდიდატების ბიოგრაფიებს,” – განაცხადა მჭედლიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე არ ეთანხმება საკითხის გადადებას. საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ლევან თევზაძესა და მჭედლიშვილს შორის. თევზაძემ მჭედლიშვილს რჩევით მიმართა, მჭედლიშვილმა კი აღნიშნა, რომ რჩევები თავის ახლობლებს მისცეს. თევზაძემ კი მჭედლიშვილს მოუწოდა, მის ახლობლებზე ლაპარაკისას “პირი გამოირეცხოს”. ვახტანგ მჭედლიშვილი საკითხის 4 მარტამდე გადადებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები