თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა. გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – გიორგი ებანოიძის და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში – რეზო ნადარაიას კანდიდატურები წარადგინა. იუსტიციის საბჭო დასახელებულ კანდიდატებს, სავარაუდოდ, დღესვე უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები