ბუკა პეტრიაშვილს შაბათს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანს, ალექსი პეტრიაშვილს შაბათს გვიან ღამით, მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ექიმმა განმარტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელდეს მასზე დაკვირვება. ამასთან, ექიმი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებს აძლევს იმის საშუალებას, რომ სამართალდამცველებმა დაჰკითხონ.
“მისი მდგომარეობა უკვე გვაძლევდა საშუალებას, რომ დაკითხულიყო, მაგრამ უეცრად დაწყებულმა ტკივილმა, რა თქმა უნდა, გადასწია შესაძლებლობა. დღეისათვის, როგორც ვიცი, აპირებს მოსვლას დიპლომატიური კორპუსი. მათ შეუძლიათ მისი მონახულება, სამართალდამცავები გვიკავშირდებიან და ჩვენ მზათ ვართ, შევუწყოთ ხელი და მათ მისი დაკითხვის შესაძლებლობა მიეცეთ”, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები