ელისო ჩაფიძე ტყიბულში გაფიცულებზე: ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მათი პრობლემების გადასაწყვეტად

მაჟორიტარი დეპუტატი უმრავლესობიდან, ელისო ჩაფიძე დღეს ტყიბულში ჩასვლას გეგმავს. როგორც ჩაფიძემ განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად. ჩაფიძე ასევე გაფიცულებს პრემიერთან შეხვედრის დეტალებს პირადად გააცნობს.
ტყიბულში მიმდინარე აქციაზე გუშინ „ქართული ოცნების“ წევრების პრემიერთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.
“ვაპირებთ შეხვედრას ასევე ორივე მხარესთან ტყიბულში. მოგეხსენებათ, ფრაქციის სხდომაზე პრემიერ – მინისტრთან ერთად იყო აღნიშნული საკითხი განხილული. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმ პრობლემებს, რომლებიც შექმნილია ტყიბულში და სწორედ ამ შეხვედრიდან მივდივარ ამ ადამიანებთან, რომ მივაწოდო უახლესი ინფორმაცია, – ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მათი პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები