კახა კოჟორიძე: ვერცერთ საკონსტიტუციო ინიციატივაზე შეთანხმება ვერ შედგა

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ვერცერთ საკონსტიტუციო ინიციატივაზე შეთანხმება ვერ შედგა“, – ამის შესახებ კომისიის წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ნულოვანი შედეგით ასრულებს.
“დამრჩა განცდა, რომ კომისია კონსტიტუციასთან დაკავშირებით შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული არ იყო. ცხადია, პასუხიმგებლობას კომისიის ვერც ერთი წევრი ვერ გაექცევა, მაგრამ ამ პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა მმართველ კოალიციას ეკისრება, რადგან პროცესს თვითონ წარმართავდა.
გული მწყდება, რომ კომისია მუშაობას ნულოვანი შედეგით ასრულებს. მოვისმინე არგუმენტი იმის თაობაზეც, თუ რატომ იყო კომისია ასეთი არაეფექტური, თუმცა არც ერთი ეს არგუმენტი რელევანტური არ არის. ის გარემოება, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ხმათა 3/4 სჭირდება, თავიდანვე იყო ცნობილი და შესაბამისად, მმართველ კოალიციას უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს “ნაციონალური მოძრაობა” მხარს არ დაუჭერდა”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა მოხდა. როგორც კოჟორიძე აცხადებს, საუბარია დაახლოებით 300 000 ლარზე, რაც მისივე შეფასებით “არაფერში გადაიყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები