დიმიტრი ხუნდაძე: კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც არც ერთ დეპუტატს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“პირდაპირ მინდა გითხრათ, არ ემუქრება საფრთხე კოალიციას, ასევე, არც ერთ დეპუტატს არ ემუქრება საფრთხე და ყველა გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
რაც შეეხება “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის მიმდინარე დაპირისპირებას, ხუნდაძის თქმით, საკითხს შეეხნენ , თუმცა მისი თქმით, ეს ძირითადი თემა არ ყოფილა.
ხუნდაძის თქმით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება უკვე პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები