როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა,ხვალ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსს მიაღწევს. ზოგან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 4 მარტის ჩათვლით თბილი და ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.