ეკა ბესელია ალექსი პეტრიაშვილზე: ყველას გვინდა, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული
„ყველას ინტერესშია, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, წინასწარი შეფასებები მოტივთან დაკავშირებით არამართებულია.
“საჭიროა ყველა მხრიდან ისეთი განწყობა, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებობა, რაც შეიძლება მოკლე დროში, სრულყოფილად და ობიექტურად გაეცეს ყველა მთავარ კითხვას პასუხი. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.