ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ხვალ შეხვდებიან
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხვალ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა დაგეგმილი.
წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან “ქართული ოცნების” დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.
განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზეც ისაუბრებენ.