პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება.
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პეტრიაშვილის მდგომარეობა მოიკითხა.
“ბატონი ალექსი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ბუნებრივია, მოვიკითხეთ ეს საქმე და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები