შს მინისტრი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე: ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირბით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩება.
“არ მინდა წინასწარ რაღაც ინფორმაციების მოწოდება. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში ჩვენი ძალების მაქსიმალური რესურსი მივმართეთ ამ საქმის გამოსაძიებლად. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაუხსნელი არ დარჩება ეს საქმე და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ”,- განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები