ალექსი პეტრიაშილის ექიმი: ვაპირებთ, კიდევ ერთი გამოკვლევა ჩავუტაროთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ბუკა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმმა განმარტა, ის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, თუმცა დღეს პეტრიაშვილს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და მას პალატაში გადაიყვანენ.
“ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პეტრიაშვილი მოთავსებულია, ინტენსიურ განყოფილებაში, მაგრამ იმის გამო, რომ ტყვია არის გაჩერებული სივრცეში, სადაც აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, ხდება დაკვირვება. დღეს ვაპირებთ კიდევ ერთი გამოკვლევა ჩავუტაროთ. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, პალატაში გადავიყვანთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და რაც მნიშვნელოვანია, ფიზიკურად დაინვალიდებას არ ექნება ადგილი”, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები